„ძალიან განსაკუთრებული შეგრძნებაა. პატარა რომ ვიყავი და ზოგჯერ, შაბათ-კვირას აქ ვთამაშობდით, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს ჩამოვიდოდი და დავბრუნდებოდი როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ერთხელ, სხვათა შორის, როდესაც აქ ჩამოვედი, 15 წლის წინ და როგორც საფრანგეთის ელჩი გამოვყევი სააკაშვილს, ვიყავით ლევილში და სხვადასხვა ადგილას. არ მეგონა, რომ აქედან წავიდოდი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე ხდება, რაც არის მოულოდნელი და დაუგეგმავი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილს დღეს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტი ჟერარ ლარშე უმასპინძლებს, ხვალ, 19 თებერვალს კი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.